ქალს, რომელიც ყოფილმა ქმარმა დაჭრა, ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა მძიმეა
35 წლის ქალის მდგომარეობა, რომელიც საგარეჯოში ყოფილმა ქმარმა დაჭრა, მძიმეა. საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსის" ექიმი, პავლე პეტრიაშვილი ამბობს, რომ ქალს გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარა:
"ახალგაზრდა ქალბატონი, 35 წლის, შემოიყვანა კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ, აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი ჭრილობები ღია მოტეხილობასთან ერთად, პაციენტი მომზადების შემდეგ გადავიყვანეთ საოპერაციო ბლოკში.
ზოგადი მდგომარეობა მძიმეა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველაფერი დასრულდეს კარგად" - ამბობს პავლე პეტრიაშვილი.
სასტიკი მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში - სოფელ თულარში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს.
ირკვევა, რომ კაცმა ჯერ ყოფილ ცოლს 10-ზე მეტი ჭრლობა მიაყენა, შემდეგ კი მისი მეუღლეს, 35 წლამდე ახალგაზრდა კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.
კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი კი უმძიმეს მდგომარეობაში, საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკაშია მოთავსებული.