დანით შეიარაღებული თავდამსხმელი ისევ თავისუფალია
დანით შეიარაღებული თავდამსხმელი ისევ თავისუფალია - კაცი, რომელიც თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს მოკვლით ემუქრებოდა და აგინებდა, პოლიციას "პირველების" ინფორმაციით, არც კი გამოუკითხავს.
საგამოძიებო უწყებას ჩვენება უკვე მისცეს მოწმეებმა - პოლიციას აქვს სავარაუდო დამნაშავის კადრებიც თუმცა, მისი დაკავების გადაწყვეტილება გომელაურის უწყებას ჯერ არ მიუღიათ.
დანით შეიარაღებული მოქალაქე მგზავრებს, მათ შორის, მცირეწლოვან ბავშვებს გუშინ დაემუქრა. კადრები ერთ-ერთმა მშობელმა გაავრცელა. ქალი ამბობს, რომ მისი შვილი სასწაულით გადარჩა და მოქნეული დანა არ მოხვდა. ირკვევა, რომ თავდამსხმელი აგრესიული მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთმა მგზავრმა სთხოვა, ავტობუსში სიგარეტი არ მოეწია.