"კაბუმ" ციხე დატოვა
"კაბუ" თავისუფალია - მეგობარი ქალის ცემასა და ნარკოტიკების უკანონო შენახვის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა მატროსოვის ციხე ახლახანს დატოვა.
მძიმე დანაშაულში ბრალდებული მსახიობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებამ ბევრი კითხვა გააჩინა - არსებობს ვერსია, რომ ეს განაჩენი მოსამართლემ ვიღაცის ჩარევით და ზეგავლენით გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ კაბუ 26 ნოემბერს დააკავეს. ბრალდება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა.