სასტიკი ანგარიშწორება საგარეჯოში - კაცს, რომელმაც ცოლი დაჭრა, კაცი კი დედის თვალწინ ჩაცხრილა, ამ დრომდე ეძებენ
სისტემის კრახი, რომელიც ტრაგედიით დასრულდა. კაცი, ვინც ცოლზე ძალადობისთვის იყო დაკავებული, ციხიდან სასამართლომ ორი თვის წინ გაათავისუფლა, გუშინ კი უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა, ცოლი დაჭრა, ახალგაზრდა კაცი დედის თვალწინ ჩაცხრილა და გაიქცა. ხიხავაროვმა იარაღის მთელი ჯერი დაცალა. კაცს, რომელზე შურისძიებასაც დიდი ხანია გეგმავდა, 16 ტყვია ესროლა. სავარაუდო დამნაშავეს ახლა პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.
წინასწარი ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი ეჭვიანობა გახდა. ირკვევა, რომ მოკლული და ძებნილი პირი ერთმანეთის მეგობრები იყვნენ. ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქალი იაკუბ ხიხავაროვს გაშორდა. ქმარმა ცოლი ჯერ სცემა, შემდეგ კი იარაღიდან ესროლა. დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. მის გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობენ. ხიხავაროვს უვადო პატიმრობა ემუქრება.
დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.