დააკავეს კაცი, რომელიც ყოფილ ცოლს უკანონოდ უსმენდა

30.11.23 11:35
დააკავეს კაცი, რომელიც ყოფილ ცოლს უკანონოდ უსმენდა

ყოფილი მეუღლისთვის მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებისა და მიყურადების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-წლამდე მიმდინარეობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 1979 წ-ს დაბადებულმა, ქ. თბილისში მცხოვრებმა ბრალდებულმა, ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში - მისაღებსა და საძინებელში, ფარულად დაამონტაჟა მოსასმენი მოწყობილობები, რომლებშიც განათავსა სიმ ბარათები და მათზე სატელეფონო ზარის განხორციელების გზით, თვეების განმავლობაში დაზარალებულების კერძო კომუნიკაციის უკანონო მიყურადებას ახორციელებდა", - წერია უწყების განცხადებაში.