წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, მშპ 6.2%-ით გაიზარდა - საქტატი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს - ორგანიზაციის ცნობით, 2023 წლის ოქტომბერში, წინა წილის შესამაბის პერიოდთან შედარებით, მშპ-ს ზრდამ 6.2%-ს, ხოლო პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელმა 6.9%-ს შეადგინა.
როგორც ირკვევა, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შემდეგმა დარგებმა შეიტანა : საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, ტრანსპორტი და დასაწყობება.
კლების ტენდენცია დამამუშაბელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის სფეროში დაფიქსირდა.