2023 წლის ოქტომბერში სისხლის სამართლებრივი დევნა 2 026 პირის მიმართ დაიწყო - საქტატი
2023 წლის ოქტომბერში სისხლის სამართლებრივი დევნა 2 026 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის, 59 არასრულწლოვანია, ხოლო 146-მა პირმა დანაშაული გამოსაცდელი ვადის გასვლამდე ჩაიდინა. დევნა შეწყდა 20 პირის მიმართ, მათ შორის, 1 არასრულწლოვნია - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 682 შემთხვევა, თბილისში დაფიქსირდა.
- შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი - 199
- ქვემო ქართლი 190
- კახეთი - 116
- სამცხე-ჯავახეთი - 51
- დასავლეთ საქართველო - 204
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 128
- აჭარა – 273;
- აფხაზეთი - 7
დევნის დაწყების მაჩვენებელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით - 17 შემთხვევა;
- მკვლელობის მცდელობის მუხლით 8 შემთხვევა
- თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით 1 შემთხვევა.
- ქურდობა – 323 შემთხვევა;
- მუქარა – 234 შემთხვევა;
- ოჯახური ძალადობა – 199 შემთხვევა;
- ძალადობა – 180 შემთხვევა;
- გაუპატიურება – 20 შემთხვევა;
- გარყვნილი ქმედება – 8 შემთხვევა;
- თაღლითობა – 207 შემთხვევა;
- ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 303 შემთხვევა;
- ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – 105 შემთხვევა;
- ყალბი დოკუმენტების დამზადება – 116 შემთხვევა;