14 წლის აითაჯის საქმე - წინასასამართლო სხდომა გადაიდო

30.11.23 15:39
14 წლის აითაჯის საქმე - წინასასამართლო სხდომა გადაიდო

თელავის რაიონულ  სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომა გადაიდო. სასამართლო სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა.

დღეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. პროკურატურამ სხდომის დახურვა მოითხოვა, რადგან საქმე არასრულწლოვნის მიმატ სქესობრივ დანაშაულს ეხება,

შემდეგი პროცესი 12 დეკემბერს გაიმართება.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დაკავებულს ბრალდება არასრულწლოვანის გაუპატიურების მუხლით დაუმძიმდა. 

2023 წლის 6 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 27 წლის ალიმ სადიკოვმა ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლით მოკლა 14 წლის აითაჯ შახმიროვა, რომელიც ბრალდებულთან იძულებით ქორწინებაში 2023 წლის ივნისიდან იმყოფებოდა.

აითაჯ შახმიროვას გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მკვლელობის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე 2023 წლის 6 ოქტომბერს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება და მალევე მიმალვაში მყოფი ალიმ სადიკოვი დააკავეს. აგრეთვე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს მისი ბიძა და ბიძაშვილი.

ამასთან ერთად, აითაჯ შახმიროვას იძულებით ქორწინებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ასევე 2023 წლის 6 ოქტომბერს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში დააკავეს მოკლული ბავშვის დედა და ბიძა.