ყოფილი ცოლის დაჭრასა და მეგობრის მკვლელობაში მხილებული კაცი ბრალის წარდგენის მოლოდინშია
ყოფილი ცოლის დაჭრასა და ბავშვობის მეგობრის მკვლელობაში მხილებული კაცი ბრალის წარდგენის მოლოდინშია. იაკუბ ხეირხავაროვთან გამომძიებლები თელავის იზოლატორში წესით, რამდენიმე საათში უნდა შევიდნენ. ამის შემდეგ კი გაიმართება სასამართლო პროცესი, სადაც საინტერესოა დაარღვევს თუ არა დუმილს განსასჯელის სკამიდან მძიმე ბრალდებით დაკავებული მამაკაცი. გარდაცვლილი კაცის დედა ამტკიცებს, რომ მკვლელს თანამზრახველებიც ჰყავდა, ამიტომ არ არის გამორიცხული ბრალდებულ პირთა წრე კიდევ უფრო გაფართოვდეს.
ბრალდებული პოლიციამ დანაშაულიდან რამდენიმე საათში, ტყეში დააკავა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას ვადით 16-იდან 20-წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.