"ოცნებას" არ უნდა პრეზიდენტი ახალგაზრდებს შეხვდეს, რადგან ცდილობენ დააბრკოლონ ევროპისკენ მიმავალი გზა - ბუღაძე
მხატვარ გია ბუღაძის თქმით, "ოცნებას" არ უნდა პრეზიდენტი ახალგაზრდებს შეხვდეს, რადგან ცდილობენ დააბრკოლონ ევროპისკენ მიმავალი გზა.
ბუღაძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს არ გამოუვა დააბრკოლოს ევროპისკენ მიმავალი გზა და ამ ქმედებით უფრო გაამძაფრებენ ახალგაზრდების სურვილს, რომ დასავლეთისკენ გადადგან ნაბიჯები.
"ქოცებმა ხომ ჩათვალეს, რომ ეს პრეზიდენტი აღარ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ მას გამოუტანა განაჩენი, რომ ის არის ფაქტობრივად კრიმინალი. ნუ მაგათი აზრიდან გამომდინარე, კრიმინალი არ უნდა შეხვდეს ახალგაზრდეს, რომ ისინი არ გარყვნას. სინამდვილეში კი მათ არ უნდათ პრეზიდენტი ახალგაზრდებს შეხვდეს, რადგან ის მოუწოდებს ადამიანებს რომ ევროპა ჩვენი გზა არის და რეალურად ეს არ აწყობთ, რადგან ქოცები ხომ ამრთლა რუსები არიან და არ არიან ქართველები თავიანთი შეგნებით. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ დააბრკოლონ ევროპისკენ მიმავალი გზა, დააბრკოლონ ყველა ის მოქმედება, რომლესაც დღეს და ამ შემთხვევაში შეიძლება ატარებდეს პრეზიდენტი, მაგრამ რეალურად, მათ ეს არ გამოუვათ, რადგან უფრო გაამძაფრებენ ახალგაზრდების სურვილს, რომ დასავლეთისკენ გადადგან ნაბიჯები", - ამბობს გია ბუღაძე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დუმილის რეჟიმშია გადასული. თსუ-ს ადმინისტრაცია ამ დრომდე არ ამბობს რა მიზეზით დაუბლოკეს პრეზიდენტს საჯარო ლექცია სტუდენტებთან. კამერებს ემალება ჯაბა სამუშიაც, რექტორი, რომელსაც ნებართვის მისაღებად, ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ ოფიციალური წერილით მიმართა.
წყარო "პირველებს" უყვება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თსუ-დან დაურეკეს და უთხრეს, რომ უარის მიზეზი კონდინციონერის სისტემის მწყობრიდან გამოსვლა იყო. თუმცა დღეს უნივერსიტეტში მისულ "პირველების" ჯგუფს სტუდენტებმაც და ლექტორებმაც უთხრეს, რომ კონდინცირება გამართულად მუშაობს.
პრეზიდენტს სტუდენტებს მთელი საქართველოს მასშტაბით უმალავენ.
"პირველებმა" გაარკვია, რომ ანალოგიური პრომლების წინაშე მთავარსარდალი ქუთაისის და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც აღმოჩნდა.