"კულტურის ხმა - დისკუსია საქართველოს ევროპულ მომავალზე" - ლომჯარია ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს ხვდება

01.12.23 13:17
"კულტურის ხმა - დისკუსია საქართველოს ევროპულ მომავალზე" - ლომჯარია ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს ხვდება

"კულტურის ხმა - დისკუსია საქართველოს ევროპულ მომავალზე" - ამ სახელწოდებით საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღონისძიება იმართება.

ევროპული კურსის მხარდასაჭერად კულტურის სფეროს წარმომადგენლები ერთიანდებიან. ისინი, ვინც წულუკიანის რეპრესიები საკუთარ თავზე გამოსცადეს, სასიცოცხლოდ მიიჩნევენ ქვეყანა ევროპული ორბიტზე დაბრუნდეს. დილიდან ნინო ლომჯარია, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებათან შეხვედრას მართავს. ამ დისკუსიის მიზანია, ხალხს უფრო კარგად აუხსნან, როგორ შეიძლება მათი ცხოვრება ევროკავშირში შესვლის შემდეგ შეიცვალოს. 

ყოფილი სახალხო დაცველის თქმით, საჭიროა მეტი სიცხადე იმისთვის, რომ გავიგოთ რა დადებითი ცვლილებები მოხდება მათ შორის კულტურაში.

ჩვენ გვინდა, რომ სხვადასხვა სექტორი და სფერო ამ პროცესს მომზადებული შეხვდეს, შეხვდეს ინფორმირებული, თუ რა სიკეთეების და შესაძლებლობების მომტანი შეიძლება იყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები. ევროკავშირის კულტურის პოლიტიკა დგას იმაზე, რომ ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. ევროკავშირი ამბობს, რომ ის დაეხმარება კულტურის და ხელოვნების სფეროებს, რომლებიც არიან ფინანსურ კრიზისში. აქედან გამომდინარე, კულუტურის სფეროსთვის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში უამრავი შესაძლებლობა ჩნდება". - ამბობს ლომჯარია.