ევანგელისტური ეკლესიის მიმდევრებს სალოცავს ართმევენ

01.12.23 14:03
ევანგელისტური ეკლესიის მიმდევრებს სალოცავს ართმევენ

ევანგელისტური ეკლესიის მიმდევრებს სალოცავს ართმევენ. მრევლის ერთადერთი სამლოცველო სახლის დაკარგვის საფრთხის წინაშეა. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი იტყობინება, რომ უზენაესმა სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. საქმე ეხება დავას, რომლის მიხედვითაც სასამართლოო პასტორ ზაალ ტყეშელაშვილისგან ითხოვს, ამერიკის მოქალაქე ბიუნგ ჩან პარკის გადაუხადოს წლების განმავლობაში მიღებული საეკლესიო შემოწირულობები, რომელიც ეკლესიის ასაშენებლად იყო განკუთვნილი. 

ირკვევა, რომ თუ ევანგელისტური ეკლესიის პასტორი 90 ათას აშშ დოლარს ამერიკის მოქალაქეს არ გააუხდის, მოქმედებაზე სახელმწიფო გადავა, რომელიც მთელ ქონებას ყადაღას დაადებს.

როგორც ევანგელისტური ეკლესიის მრევლი, მისი პასტორი და მათი უფლებადამცველი იურიდიული ორგანიზაციები აცხადებენ, საქმე არა კერძო სამართლებრივ დავას, არამედ ეხება დავას, სადაც სახელმწიფო ეკლესიის წარმომადგენლებს ებრძვის. პასტორი ამბობს, რომ აღნიშნულ დავამდე მასთან რელიგიური ეკლესიის წარმომადგენლები მივიდნენ, ორი პიროვნება, რომლებმაც პირდაპირ უთხრეს, რომ სახელმწიფო მისი ხმამაღალი განცხადებებით იყო დაინტერესებული. საუბარია თავისუფალ პოლიტიკური განაცხადებებზე.

მოსარჩელე არის ამერიკის მოქალაქე მისიონერი. ჩვენ ძირითადად, ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ საქართველოში არ არის სინდისის თავისუფლება, შესაბამისად სახელწმიფოს სტრუქტურები არ იჩენენ თანასწორობას სხვადასხვა რელიგიებსადმი. როგორც ჩანს, ამ ჩემმა ღია და საჯარო გამოთქმებმა გარკვეულად პიროვნებები გააღიზიანა და ყალბი საბუთების შემდგენელი და ეს კრიმინალი ვერ გაბედავდა ამის გაკეთებას თუ მას ექნებოდა უკან ზურგი და ჩვენ შევხედეთ კიდეც, რომ სასამართლო სისტემამ ეს ყალბი საბუთები არათუ მიიღო მტკიცებულებად, არამედ მასზე დაყრდნობით გამოიტანა გადაწყვეტილება, - ამბობს ტყეშელაშვილი.