პრეზიდენტის დაბლოკილი ლექცია და თსუ-ს კონდინციონერი - რექტორმა "პირველებთან" თვითმმართველობის წევრები მიაგზავნა
რა სჭირს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონდინციონერს? ეს კითხვა, ლამის დღის მთავარ თემად იქცეს. მედიის ინტერესი რომ დაკმაყოფილებულიყო, სამუშიამ ჟურნალისტებთან თვითმმართველობის წარმომადგენლები გაუშვა. თუმცა "ტვ პირველთან" საუბარში, ახალგაზრდებიც სამუშიას ვერსიას ლობირებენ გაფუჭებული კონდინციონერის შესახებ.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ჯაბა სამუშიას ყველანაირ გადაწყვეტილებას, ამიტომ ჩვენ ჯაბას გვერდით ვართ ყველანაირად. მოვისმინე წეღან კომენტარი, რომ სალომე ზურაბიშვილი რომ არ შემოუშვეს, ამის გამო ჯაბას პოზიციას არ ემხრობიან, საკმაოდ არ მომეწონა ეს ყველაფერი. კონდინციონერი თუ არ მუშაობდა, სიცხეში ხომ არ დასვამდნენ. გაუსაძლისი მდგომარეობაა შიგნით და ვერ აკადრებდნენ პრეზიდენტს, მითუმეტეს ქალს, ჩვენ ხომ ქალის მიამრთ სხვაგვარი დამოკიდებულება გვაქვს". - ამბობს თვითმართველობის წარმომადგენელი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დუმილის რეჟიმშია გადასული. თსუ-ს ადმინისტრაცია ამ დრომდე არ ამბობს რა მიზეზით დაუბლოკეს პრეზიდენტს საჯარო ლექცია სტუდენტებთან. კამერებს ემალება ჯაბა სამუშიაც, რექტორი, რომელსაც ნებართვის მისაღებად, ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ ოფიციალური წერილით მიმართა.
წყარო "პირველებს" უყვება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თსუ-დან დაურეკეს და უთხრეს, რომ უარის მიზეზი კონდინციონერის სისტემის მწყობრიდან გამოსვლა იყო. თუმცა დღეს უნივერსიტეტში მისულ "პირველების" ჯგუფს სტუდენტებმაც და ლექტორებმაც უთხრეს, რომ კონდინცირება გამართულად მუშაობს.
პრეზიდენტს სტუდენტებს მთელი საქართველოს მასშტაბით უმალავენ. "პირველებმა" გაარკვია, რომ ანალოგიური პრომლების წინაშე მთავარსარდალი ქუთაისის და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც აღმოჩნდა.