შეიძლება, ომმა ჩვენამდე მოაღწიოს - აფხაზი ჟურნალისტი ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის განთავსებაზე
შეიძლება ომმა ჩვენამდე მოაღწიოს - ამის შესახებ აფხაზმა ჟურნალისტმა ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის განთავსებაზე განაცხადა.
როინ აგირბას თქმით, ბაზის განთავსება რუსეთ-უკრაინის ომში აფხაზეთის ჩათრევას გამოიწვევს.
„მიწის გაქირავებიდან შემოსავალიც კი არ იქნება, თანხის გადახდა იქნება სიმბოლური რუბლი
წელიწადში. უსაფრთხოების თვალსაზრისითაც არ არის უპირატესობები - საქართველოს ისედაც არ აქვს რესურსები რევანშისტული ქმედებებისთვის. არის უარყოფითი მხარეები - შეიძლება ომმა ჩვენამდე მოაღწიოს. უკრაინულ დრონებს შეუძლიათ, ოჩამჩირემდე მოაღწიონ" - განაცხადა „კავკასიური კვანძის“ კორესპონდენტმა, როინ აგირბამ.
ინფორმაციისთვის, რუსეთი დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის მოწყობას აპირებს.