პროტესტის მეორე დღე ჭიათურაში - მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზის" პასუხის მოლოდინში

02.12.23 12:12
პროტესტის მეორე დღე ჭიათურაში - მაღაროელები  "ჯორჯიან მანგანეზის" პასუხის მოლოდინში

პროტესტის მეორე დღე ჭიათურაში - მაღაროელები ამ დრომდე ელოდებიან "ჯორჯიან მანგანეზის" პასუხს. მიწის ქვეშ მომუშავე ადამიანები შრომის ადამიანური პირობების შექმნას და ხელფასების მატებას ითხოვენ.

ამ დრომდე სრულად პარალიზებულია დარკვეთის მაღაროები. იქამდე სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, გაფიცული მუშები მუშაობას არ გააგრძელებენ.

5 თვის წინ იყო საკითხი დაყენებული, რომ დარკვეთის მაღაროს თანამშრომლებს უნდოდათ, თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, 12-საათიანი გრაფიკით ემუშავათ. შეთანხმებაში იყო ეს შეტანილი. მივაღწიეთ შეთანხმებას, თუმცა გავიდა 5 თვე, არ შესრულდა ეს შეთანხმება. ახალი მოთხოვნები რამდენიმე დღის წინ გაჟღერდა. იყო სიტყვიერი დაპირება, რომ მზად იყო გადასულიყო 12-საათიანზე დარკვეთის მაღარო. ასევე დადო პირობა, რომ აქედან არცერთი თანამშრომელი არ გათავისუფლდებოდა. უბრალოდ ვერ შევთანხმდით ხელფასის მონაკვეთზე", - აღნიშნა ერთ-ერთმა გაფიცულმა მაღაროელმა.