სკოლის დირექტორების აქცია განათლების სამინისტროსთან - პედაგოგები ამილახვარისგან განმარტებებს ითხოვენ
განათლების სამინისტროსთან სკოლის დირექტორების პროტესტია - პედაგოგები გიორგი ამილახვარისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვენ. მრავალწლიანი სტაჟის მქონე ადამიანები ამბობენ, რომ შესარჩევი კონკურსებიდან პოლიტიკური გემოვნებით ხსნიან.
კონკურს გარეთ დარჩენილი პედაგოგები ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს მათ წინააღმდეგ ნამდვილი სპეცოპერაცია აქვს დაწყებული და ბრძოლა საბჭოთა წესებით მიდის.
უკვე კვირებია, დირექტორები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა აქციის მონაწილეებთან ჯერჯერობით არავინ გამოჩენილა.
დღეს უკვე არის მეექვსე დღე, რაც აქ, მოვდივართ განათლების სამინისტროსთან და ვითხოვთ კონკრეტულად რას, მინისტრის შეხვედრის თვითმიზანი არ გვაქვს ჩვენ, ის არის ამ სისტემის პირველი პირი დღესდღეობით და მისგან უდა მივიღოთ დაპირება, რომ პროფესიონალი კადრები, რომლებმაც საკუთარი კომპეტენცია დაადასტურეს ტესტირებაზე და გასაუბრების ეტაპზე და დაბლოკეს, ეს ადამიანები დისკრეციული წესით მაინც დაინიშნონ სკოლების ლიდერებად და დასრულდეს ნეპოტიზმი, პოლიტიკური კომისრების მმართველობა სასკოლო სისტემაში, რომლებიც წინასაარჩევნოდ უკვე მობილიზებულნი არიან და არალეგალურ შტაფს წარმოადგენენ ადგილებზე". - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.