40 წლის ქალი ოზურგეთში მძევლად აიყვანეს და 2 კვირის განმავლობაში აწამებდნენ - რას ნახავთ დღეს "მელაძის შაბათში" (ანონსი)

02.12.23 16:41
40 წლის ქალი ოზურგეთში მძევლად აიყვანეს და 2 კვირის განმავლობაში აწამებდნენ - რას ნახავთ დღეს "მელაძის შაბათში" (ანონსი)

 

 

 

"14 დღის განმავლობაში ვიყავი მაგ ადამიანის მძევალი, ეს იყო ჩემთვის ჯოჯოხეთი, მცემდა, შვილების გაუპატიურებით მემუქრებოდა" - 40 წლის ქალი ოზურგეთში მძევლად აიყვანეს და 2 კვირის განმავლობაში აწამებდნენ. 

როგორ ჩამოიტყუეს სამშობლოში ემიგრანტი, რომელმაც იტალიაში მძიმე შრომით ფული მოაგროვა, ნულზე დატოვეს და სიკვდილის შიშს ყოველდღე აყურებინებდნენ, დღეს "ნოდარ მელაძის შაბათში" გამომძიებელი ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი მოგიყვებათ.

"იარაღი დამადო, ვეხვეწები და ვემუდარებოდი, რომ ეს არ გაეკეთებინა",- ამბობს ქალი.

როგორ შევიდა ნდობაში ცნობილი ტიკტოკერი ქალთან, რომელსაც ჯერ ათი ათასობით ლარი არიცხინა, ბოლოს კი წამების ორი კვირა მოუწყო.

დაკავებამდე ორი კვირით ადრე, რას ამბობდა მძიმე დანაშაულში ბრალდებული კაცი, ნახავთ, 8 საათზე "ნოდარ მელაძის შაბათში"

დღეს, ინტერვიუ მძევალთან, რომელსაც ყოველდღე ეგონა, რომ კლავდნენ.