ყოფილი ცოლის დაჭრასა და მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

02.12.23 16:58
ყოფილი ცოლის დაჭრასა და მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ყოფილი ცოლის დაჭრასა და მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სოფელ ქეშალოში მომხდარი მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

46 წლის კაცს სახელმწიფო ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, მკვლელობის მცდელობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა- ტარებას ედავება.