ოპერის თეატრის თანამშრომლები აქციისთვის ემზადებიან - პროტესტის მონაწილეები ხელფასების ზრდას ითხოვენ

02.12.23 17:39
ოპერის თეატრის თანამშრომლები აქციისთვის ემზადებიან - პროტესტის მონაწილეები ხელფასების ზრდას ითხოვენ

ოპერის თეატრის თანამშრომლები აქციისთვის ემზადებიან - დღეს შვიდის ნახევარზე სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ისევ ქუჩიდან ეცდებიან მოთხოვნების გაჟღერებას.

უკვე კვირებია თეატრის სადადგმო ნაწილზე პასუხისმგებელი ადამიანები ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ. ხელფასების ასი პროცენტით მატება, როგორც ჩანს, თეატრის ადმინისტრაციისთვის რთულად შესასრულებელი მისიაა, რადგან ამ დრომდე პროტესტის რეჟიმში გადასული ადამიანების მოთხოვნები არ სრულდება.

დღეს არის ოცდამეათე დღე, რაც გაფიცულები ვართ და მოვითხოვთ თეატრის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და იმ ორი თანამშრომლის აღდგენას, რომლებიც გაათავისუფლეს სამსახურიდან. დღეს შვიდის ნახევარზე გვაქვს აქცია, გვაქვს ხალხის იმედი. მოვუწოდებთ მოსახლეობას, ჩვენს მეგობრებს, ნათესავებს ყველა შემოგვიერთდნენ ამ სამართლიან ბრძოლაში. ჩვენ ვრჩებით გაფიცვის რეჟიმში იქამდე, სანამ თეატრის ხელმძღვანელობა, კონკრეტულად, ბატონი ბადრი მაისურაძე ან მისი მოადგილე არ შეგვხვდება", - აღნიშნა ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა.