უნივერსიტეტის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ხვალიდან გაახლდება

03.12.23 10:54
უნივერსიტეტის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ხვალიდან გაახლდება

უნივერსიტეტის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ხვალიდან გაახლდება. გზის სარეაბილიტაციოო სამუშაოები დასრულებულია. 4 დეკემბრიდან მოძრაობა ორმხრივად აღდგება.

თბილისის მერია იტყობინება, რომ გზის მონაკვეთზე შეცვლილია კომუნიკაციების ქსელი, მოწყობილია სახანძრო ჰიდრანტები და საპარკინგე ზოლიც.

უნივერსიტეტისს ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებში კალაძის უწყება 17  მილიონის დახარჯვას გეგმავდა.