ფილმი "ღიმილიანი საქართველო" ევროკავშირის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა

03.12.23 12:19
ფილმი "ღიმილიანი საქართველო" ევროკავშირის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა

ლუკა ბერაძის ფილმი "ღიმილიანი საქართველო" ევროკავშირის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ბერაძის ნამუშევარს გადაეცა ჯილდო სახელწოდებით "ადამიანის უფლებები კინოში".  იგივე პრიზი გადასცეს რეჟისორ აბას ამინისს ნამუშევარს სახელწოდებით "უსასრულო საზღვრები".

ამით თბილისის 24-ე  საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა.  ღონისძიებას ესწრებოდა ევროკაშირისს ელჩი საქართველოში. პაველ ჰერჩინსკი ფიქრობს, რომ საქართველოსთვის ისტორიულად მნიშვნელოვან მომენტში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ქართული კულტურის პოპულარიზაციას.