დმანისში არასწრულწლოვანმა 65 წლის თანასოფლელი კაცი ცივი იარაღით დაჭრა

03.12.23 12:59
დმანისში არასწრულწლოვანმა 65 წლის თანასოფლელი კაცი ცივი იარაღით დაჭრა

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოროზმანში 17 წლის არასრულწლოვანმა 65 წლის თანასოფლელი კაცი ცივი იარაღით დაჭრა. კაცს ჭრილობები მუცლისა და კისრის არეში აღენიშნება. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ კონფლიქტი უძღოდა. 

დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის კლინიკიდან უკვე გაწერეს, არასრულწლოვანი კი სამართალდამცველებმა დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.