ყაჩაღობა სამეგრელოში - თავდამსხმელებმა ტყეში ცოლ-ქმარი გაკოჭეს და მიატოვეს

03.12.23 17:33
ყაჩაღობა სამეგრელოში - თავდამსხმელებმა ტყეში ცოლ-ქმარი  გაკოჭეს და მიატოვეს

სამეგრელოს ტყეში მოქალაქეები გაკოჭეს და მიატოვეს. ასე გაუსწორდა სამი შეიარაღებული ცოლ- ქმარს, რომელიც ბაზარში ყველის გასაყიდად მიდიოდა. ჯგუფური ყაჩაღობა აბაშაში მოხდა. თავდამსხმელები ნიღბით იყვნენ, ამიტომ მათი ამოცნობა ვერ ხერხდება. წაღებულია ფული და მობილური ტელეფონები. 

სამართალდამცველები ახლა დამნაშავეების კვალზე გასასვლელად ანაბეჭდებს ეძებენ. ექსპერტიზასს უტარებენ იმ მიკროავტობუსს, სადაც  ცოლ-ქმარი რამდენიმე საათი გაკოჭილი იყო.