ვისთვის ტარდება ლიტერატურული კონკურსი "მუზა"- რას ამბობენ ბოიკოტში მყოფი მწერლები?
რისთვის ან ვისთვის ტარდება ლიტერატორული კონკურსი "მუზა", როცა ქვეყანაში ავტორების და მთარგმნელების დიდი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია? კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებულ კონკურსს მწერალთა სახლი ჩაატარებს. უკვე ცნობილია იმ ავტორების სია, რომლებიც რვა ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძვიან.
საინტერესოა კიდევ ერთი საკითხი. წულუკიანმა ლიტერატურული კონკურსის ბიუჯეტი რეკორდულად გაზარდა. ის 100 ათას ლარს შეადგენს.
ბოიკოტში მყოფი მწერლებისთვის ბიუჯეტის რეკორდულად გაზრდა გაუგებარია. ისინი ეჭვიბენ, რომ ადგილი მწერლების მოსყიდვას აქვს.
არასერიოზულად მიმაჩნია კონკურსის ჩატარება მაშინ, როცა, რეალურად, ავტორების და მთარგმნელების ძალიან დიდი ნაწილი ბოიკოტშია და არ მონაწილეობს ამ კონკურსში. ეს არის ფაქტობრივად, კონკურსი უკონკურსოდ. ცოტა კომიკურიც არის ეს მდგომარეობა იმ მხრივ, რომ რომელ კონკურსზე ლაპარაკობ, როცა 90% პოტენციური კონკურენტებისა არ არის კონკურსში. რა ინსტრუმენტიც აქვთ, იმას გამოიყენებენ. ამ შემთხვევაში ეს არის მხოლოდ ფული. სიასაც რომ გადახედო, გრძელ სიას თუ მოკლე სიას, ამას ჩემი კომენტარიც არ სჭირდება, რომ ეს, უბრალოდ, არა რის კონკურსი, - ამბობს პენ ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ცხადაძე.
ამავე აზრს იზიარებს მწერალი ბესი სოლომონაშვილი.
სევდიანია ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ ყველამ ხომ იცის, რომ ეს არის არასრულფასოვანი და არ არის ეს კონკურსი, რომელიც გამოხატავს ნამდვილს ლიტერატურულ ცხოვრებას. ამაშ მიდის სახელმწიფო ფული. გაიცა უამრავი თანხა,რომელმაც არ ასახა რეალური ლიტერატურული მოვლენები, - ამბობს ბესიკ სოლომონაშვილი.
კონკურსშ გამარჯვებულთა ვინაობა 25 დეკემბერს გამოცხადდება. ჟიურიში 5 წევრი იქნება, თუმცა მათუ ვინაობა უცნობია.