უვარგისი საკვებით მოწამლული ჯარისკაცები - ვინ აგებს პასუხს?

03.12.23 20:12
უვარგისი საკვებით მოწამლული ჯარისკაცები - ვინ აგებს პასუხს?

 

 

რა ხდება თავდაცვაში და ვინ აგებს პასუხს უვარგისი საკვებით მოწამლული ჯარისკაცების გამო? შაბათის ეთერის მოპოვებული მტკიცებულებები იმდენად  შოკისმომგვრელია, რომ ოპოზიცია პარლამენტში ნდობის ჯგუფის მოწვევას ითხოვს.

ჟურნალისტური გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებებით ჩანს, რომ კონკრეტული ჩინოვნიკების დადებული საეჭვო გარიგებებით ასობით სამხედროოს სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეს. თევზეულში მატლებია აღმოჩენილი, კერძები კი  დამპალი ხორცით და უხარისხო პროდუქტებითაა მომზადებული.

ფოტომტკიცებულებების გარდა "ტვ პირველმა" გაასაჯაროა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების სასამართლოში გამოკითხვის ოქმები. ირკვევა, რომ უვარგისი საკვებით მოწამლულებს ოფიციალურ დოკუმენტებში კოვი ინფიცირებულებად აფორმებდნენ, რომ უწყების მაღალჩინოსანთა დანაშაულის შესახებ არავის გაეგო. 

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.