რა გახდა ზარბრიუკენზე სისხლიანი გარჩევის მიზეზი - "პირველებმა" დეტალები გაარკვია
სისხლიანი გარჩევა ზარბრიუკენის მოედანზე - "პირველებმა" მომხდარის დეტალები გაარკვია და გარჩევის ფიგურანტები დაადგინა და დაპირისპირების დეტალები გაარკვია. წინასწარი ინფორმაციით, ჩხუბი ბიზნეს პარტნიორებს შორიის წილების გამო მოხდა.
ირკვევა, რომ საღამოს საათებში ორი მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო. სწორედ ამ დროს ნოდარ ვაშაკიძემ თემურ ანჯაფარიძე გულმკერდის არეში დაჭრა. თვითმხილველებმა პოლიცია გამოიძახეს. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს კი სამართალდამცველი ფეხის არეში ვაშაკიძემ დაჭრა. ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია. ორივეს ქირუგიული ჩარევა დასჭირდა.
შსს ამ დრომდე ოფიციალურ ვერსიას არ ასახელებს. გამოძიება ორი მუხლით, განზრახ მვკლელობის მცდელობის და პოლიციელზე თავდასხმის მუხლით არის დაწყებული. ამოღებულია სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებიც, რომელიც საქმეში მთავარი მტკიცებულებაა.
დაკავებული ნოდარ ვაშაკიძე ახლა ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდება.