“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „ახალგაზრდული ფორუმის” პირველ სესიას უმასპინძლა

04.12.23 14:11
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „ახალგაზრდული ფორუმის” პირველ სესიას უმასპინძლა

3 დეკემბერს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ და “სტრატეგია აღმაშენებელმა””ახალგაზრდული ფორუმის” პირველ სესიას უმასპინძლეს, სადაც ფართო დისკუსია გაიხსნა, რომლის მთავარი მიზანიც ახალი თაობის წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, პრობლემის აღმოფხვრის გზების ძიება და მათი გათვალისწინებით, “გამარჯვების კოალიციის” 2024 წლის წინასაარჩევნო ახალგაზრდული პროგრამის მომზადებაა;

„პირველ რიგში დღევანდელი  დღე ეძღვნება მომავალ საარჩევნო ახალგაზრდულ პროგრამას, რომელიც ორიენტირებული იქნება ზუსტად იმ ახალგაზრდებზე იმ სეგმენტზე ,რომლებიც პასიურად ერთვებიან პოლიტიკაში სამწუხაროდ. თუმცა დღეს, პანელურ დისკუსიის, ჩვენი აქტივობების ხარჯზე, მომავალი აქტივობების ხარჯზე, რომ ახალგაზრდები უფრო მეტად იქნებიან ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში. ამ ერთობლივი კონსულტაციებით, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ „რუსული ოცნება“ საბოლოოდ ჩამოშორდეს მმართველობას ქართული ხელისუფლებიდან.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა მდივანმა, იგორ ნარმანიამ

„პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და „გამარჯვების კოალიცია“ მასპინძლობდა ახალგაზრდულ ფორუმს 2023, სადაც ვისაუბრეთ ყველა იმ მნიშვნელოვან და რელევანტურ საკითხზე, რომელიც დღეს დღეობით აწუხებს ჩვენს თანამოქალაქეებს და თანამოქალაქეების იმ გამორჩეულ სეგმენტს, რომელსაც ახალგაზრდები ჰქვია. „ნაციონალური მოძრაობა“ და „გამარჯვების კოალიცია“ აპირებს აქტიურად იმუშაოს აღნიშნული პროგრამის გასაუმჯობესებლად, რომელიც მორგებული იქნება ახალგაზრდებზე.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლაშა კომახიძემ 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ჯგუფებთან ერთად შევიკრიბეთ, რათა სიღრმისეულად გვესაუბრა ყველა იმ საკითხზე, გამოწვევაზე, რომელიც აწუხებს ახალგაზრდებს საქართველოში და იმ უფროს მეგობრებთან ერთად ვიმსჯელეთ ძალიან ბევრ სხვადასხვა თემაზე და ვცდილობთ შევქმნათ ერთიანი კომუნიკე, რომლის დახმარებითაც ამ ქვეყანაში მოხდება ახალგაზრდული დღის წესრიგის წამოწევა.“ - განაცხადა გიორგი კუპატაძემ
 

მსგავსი სიახლეები