გაზი ძვირდება - ბიზნესი პროდუქციის გაძვირებაზე, ხალხი კი გაუსაძლის ყოფაზე საუბრობს

05.12.23 11:14
გაზი ძვირდება - ბიზნესი პროდუქციის გაძვირებაზე, ხალხი კი გაუსაძლის ყოფაზე საუბრობს

გაზი 5 თეთრით ძვირდება. პირველი იანვრიდან 20 000 ათას ბიზნეს-ოპერატორს თბილისში ბუნებრივი აირის კიდევ მომატებული საფასურის გადახდა მოუწევს. გადაწყვეტილება მარეგულირებელმა კომისიამ უკვე მიიღო. ბუნებრივი აირი ძვირდება ყველა ბიზნესისთვის, მათ შორის პურის საცხობებისთვის და თონეებისთვის, ეს  კი პირდაპირ აისახება ხალხზე.

ბიზნესი ამბობს, რომ პროდუქციის გაძვირება მოუწევთ. 

გაზის თუ გაძირდება, რა თქმა უნდა, პროდუქციაზე ფასის მომატებაც მოგვიწევს, სხვა გა არ იქნება, ხომ უნდა დაიფაროს ხარჯები. მარტო ხარჯის გულისთვის ხომ ვერ იმუშავებ. შეიძლება ზოგიერთმა ობიექტმა ვეღარც გააგრძელოს ფუნქციონირება და დაიკეტოს",- ამბობს ბიზნესის წარმომადგენელი.

პენსიონერები კი უკიდურესად გართულებულ ყოფაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ თუ გაზის გაძვირების გამო პური და საკვები გაძვირდა, ისედაც მძიმე ცხოვრება სულ უფრო გაუსაძლისი გახდება.

ეს ყველაფერი პენსიონერებისთვის მძიმე იქნება, რა უნდა ვჭამოთ, რა უნდა ვსვათ? 20 ლარი გვემატებოა და 20 ლარად რა უნდა ვქნათ? პური თუ საკვები ასე თუ გაძვირდა, დავიხოცებით, ისედაც ძალიან მიჭირს საკვების შეძენა. ზოგი ახლაც ვერ იყენებს გაზს, იმიტომ რომ არაფერი საშუალება ხალხს არ გააჩნია. აღარც პროდუქტი ვარგა, აღარც ფასები ვარგა, ქვეყანა ხომ სულ მთალად წაგვიხდა", - ამბობს პენსიონერი.

ეკონომისტები ამბობენ, რომ გაზის გაძვირება, რაც პროდუქტებზე ფასების ზრდას გამოიწვევს, ნეგატიური გავლენას მოახდენს მიმდინარე ინფლაციაზე.

გაზის გაძვირება ნიშნავს, რომ პურ-პროდუქტების მწარმოეებელი კომპანიებისთვის და ა.შ გაძვირდება პროდუქციის შექმნის პორცესი. ეს თავისთავად გამოიწვევს საქართველოში პროდუქტებზე ფასის ზრდას, რაც თავისთავად ნეგატიური მოვლენაა მიმდინარე ინფლაციის ფონზე, ვინაიდან დღეს საქართველოში გვაქვს არასტაბილური ეკონომიკური გარემო",- ამბობს ოთარ აბესაძე.