თელავის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან

05.12.23 11:17
თელავის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან

თელავის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი თუშეთის გზაზე სოფელ ლეჩურის ტყეშია გავრცელებული.

რთული რელიეფის გამო მძიმე ტექნიკით გადადგილება ვერ ხერხდება და მეხანძრე -მაშველებს სხვა სამსახურებთან ერთად ფეხით უწევთ გადაადგილება, რაც ცეცხლის ქრობის სამუშაოებს აფერხებს.

კვამლი გუშინ ადგილობრივებმა შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს.