6 მლნ გამარტივებული შესყიდვით - ეკონომიკის სამინისტრო კოლოსალურ თანხას შენობების დემონტაჟში დახარჯავს

05.12.23 12:12
6 მლნ გამარტივებული შესყიდვით - ეკონომიკის სამინისტრო კოლოსალურ თანხას შენობების დემონტაჟში დახარჯავს

მილიონების ნგრევისთვის - 6 მილიონ ლარს ეკონომიკის სამინიტრო მთავრობას ძველი შენობების დემონტაჟიტვის სთხოვს. უცნობია, რას ანგრევენ და ექვმდებარება თუ არა საერთოდ ეს შენობები დემონტაჟს.

დოკუმენტები გასაიდუმოლებულია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ  2024 წელს 471 შენობა უნდა დაანგრიონ, დემონტაჟისთვის კი ბიუჯეტიდან მილიონებს  წელსაც ერთი კონკრეტული კომპანია ტენდერის გარეშე მიიღებს.

ექსპერტებს ეჭვობენ, რომ საქმე კორუფციას ეხება და შენობა-ნაგებობების ნგრევით „ქართულმა ოცნებამ „ფულის კეთების ახლაი სქემა მოიფიქრა.

დეპუტატ ზაალ დუგლაძის ძმა ხელმძღვანელობს. აი, ამ ორგანიზაციამ გამოაცხადა გამარტივებული შეყიდვა 5 მლნ 9000 ათასი ლარის და უსახური და ავარიული შენობები უნდა დაშალონ, რომელიც არის სახელმწიფო საკუთრებაში. დემონტაჟი უნდა გახორციელდეს 472 შენობა-ნაგებობის და ასევე, არც ამ მოთხოვნაში არ არის მითითებული მისამართები, არ არის მითითებული ექსპერტიზის დასკვნები. დამალულია ყველაფერი. დამშლელი ორგანიზაცია ანუ რომელიც შლის, დაასრულებს სამუშაოებს და ასევე ექსპერტიზის კუთხით. ანუ ეს თანხები ამოიწურა, დახარჯეს ბოლომდე, არ დახარჯეს და ა.შ. მოკლედ, პროცესი არის სრულად გაუმჭვირვალე. "ქართული ოცნება" აქაც მისი ბუნებიდან გამომდინარე, ცდილობს, ყველაფერი გაიმარტივოს. პასუხისმგებლობას არ იღებს არავინ. იციან, რომ ამისთის არავინ დაისჯება და შესაბამისად, აკეთებენ იმას, რაც უნდათ. რაც ხელისუფლებაშ მოვიდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან აკეთებს ფულს და მდიდრდებიან და შესაბამისად, როცა ხელშეკრულებას მალავ, შენობა-ნაგებობების ნუსხას მალავ,  კი, ეჭვი გვაქვს, რომ არის კორუფცია, - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი და კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე. 

ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე მიიჩნევს, რომ სოციალური გაჭირვების და ინფრასტრუქტურული პრობლემების ფონზე 6 მლნ-ის ნგრევაში დახარჯვა გაუმართლებელია. 

მაშინ, როცა ქვეყანაში არის უამრავი, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სოციალური პრობლემა და როდესაც სახელმწიფო, მტავრობა, წესით, ყველა თეთრსუნდა უფრთხილდებოდეს, წარმოუდგენელია, შენობების ნგრევაშ დახარჯო დაახლოებით 6 მლნ ლარი. რატომ? იმიტომ, რომ შენ სეგიძილა უბრალოდ გამოიტანო აუქციონზე მიწა თავის შენობა-ნაგებობით თუ დასანგრევია, ვალდებულებაში ჩადო და თავად ინვესტორმა უზრუნველყოს ამ შენობების დემონტაჟი. უბრალოდ, ამას აკეთებენ იმის გამო, რომ ტენდერის გარეშე ერთ პირთან მოლაპარაკებით ეს 6 მლნ ლარი მისცენ ვინმე ქოც ნათესავს და შესაბამისად, ვირაცამ დამატებით მილიონები იშოვოს ჩვენი გაჭირვებული მოქალაქეების ხარჯზე, - ამბობს ნადირაძე.