ორხევის სოცილური საცხოვრებელი უსაფრთხო არ არის და რეაბილიტაციას საჭიროებს - SJC-ს საგანგებო განცხადება

05.12.23 12:05
ორხევის სოცილური საცხოვრებელი უსაფრთხო არ არის და რეაბილიტაციას საჭიროებს - SJC-ს საგანგებო განცხადება

სიცოცხლისთვის საშიში ტერიტორია - ორხევის სოცილური საცხოვრებელი დანგრევის საფრთხის წინაშეა. 260 ადამიანს   მცხირეწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრება სიკვდილის პირისპირ უწევთ. საგანგებო განცხადება დღეს „სოციალური სამართლიანობის“ ცენტრში გააკეთეს. 

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორის, სალომე შუბლაძის განცხადებით, ორხევის სოციალური საცხოვრისის შენობა უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და საჭიროა, რომ თბილისის მერიამ ამ შენობასთან და იქ მცხოვრებთა უსაფრთხოებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას.

არასამთვრობო ორგანიზაცია მერიას რეაგირებას, საცხოვრებელის სასწრაფო რეაბილიტაციას და ადამიანების უსაფრთხო გარემოში გადაყვნის მოთხოვნით მიმართვს.

„ახლა თავად მერიის დაკვეთით მომზადებული საექსპერტო დასკვნა გვაქვს, რომელიც 29 სექტემბრით თარიღდება და ცოტა ხანია, რაც მივიღეთ. ამ დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ შენობა, სადაც სოციალური საცხოვრისია განლაგებული, ძალიან მნიშვნელოვან სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, მათ შორის, უსაფრთხოების კუთხით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მისი სეისმომედეგობა პრობლემურია და თავად სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ შენობის ფუნქციონირება გარკვეული გამაგრებითი სამუშაოების გარეშე უსაფრთხო არ არის და შესაბამისად, რეაბილიტაციას საჭიროებს. თუმცა ასევე, დასკვნაში წერია, რომ ექსპერტების აზრით, ვინაიდან აღდგენითი სამუშაოების ღირებულება იმდენად მაღალია, რომ ის თავად შენობის ღირებულების 50%-ს გადააჭარბებს, მისი გარემონტება, რეაბილიტაცია რენტაბელური არ არის. შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს მისი დემონტაჟი და ხალხის გაყვანა.

ამ ეტაპზე, მერიას ამასთან დაკავშირებით რა გეგმები აქვს, ჩვენთვის და იქ მცხოვრები ოჯახებისთვისაც უცნობია. ამიტომ, თბილისის მერიას მოვუწოდებთ, რომ სათანადოდ გაიზიაროს ამ დასკვნის საგანგაშო შინაარსი და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები იქ მცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მათთან კონსულტაციით, მათი ჩართულობით რაღაც გეგმა შეიმუშაოს, რითაც მათ [ადგილიდან] გაიყვანენ და გრძელვადიანად დაკმაყოფილდებიან სათანადო ღირსეული საცხოვრისით“,- განაცხადა სალომე შუბლაძემ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადება სრულად ნახეთ აქ