ხმაური და დაპირისპირება ქუთაისში - ხელისუფლება აფხაზეთიდან დევნილებს შენობას უნგრევს

05.12.23 13:59
ხმაური და დაპირისპირება ქუთაისში - ხელისუფლება აფხაზეთიდან დევნილებს შენობას უნგრევს

 

 

ხმაური და დაპირისპირება ქუთაისში - სასტუმრო "თბილისის" შენობასთან პოლიცია და საწრაფოა მობილიზებული. მიზეზი დევნილების პროტესტია. ხელისუფლებამ შენობის დემონტაჟი გადაწვიტა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი 3 ოჯახი ცხოვრობს.

დევნილები შენობიდან გასვლას არ აპირებენ. მათი თქმით, ხელისუფლებას მათთვის ალტერნატიული ფართი  არ შეუთავაზებია და წასასვლელი არსად არ აქვთ.

უბინაოდ ვრჩებით! მეუღლე აქედან გავასვენე! არ გრცხვენიათ?! სად არის მთავრობა?! რატომ არ იღებთ ხმას, ხალხო? ! რატომ არ გეცოდებით?! სოხუმიდან მოგვათრიეს, დაგვყარეს ამ სასტუმროში, როგორ შეიძლება ასე მოექცე ადამიანს?, - ამბობს პროტესტის მონაწილე.