რამდენიმე დღე ისტორიულ გადაწყვეტილებამდე - ქართველი ხალხის ხელმოწერილი სურვილი ევროპარლამენტშია
ისტორიულ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღე დარჩა - სამოქალაქო საზოგადოება ევროკომისიას საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას სთხოვს. ქართველი ხალხის ეს სურვილი ხელმოწერილი დოკუმენტის სახით უკვე ევროპარლამენტშია.
„საქართველოს ევროპული ორბიტისა“ და Promote Georgia-ს ორგანიზებით, დღეს, 5 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 18 საათზე, ბრიუსელში გაიმართება საჯარო ღონისძიება —„საქართველოს ევროპული ხმა“
ათი ათასობით მოქალაქის მიერ ხელმოწერილი წიგნაკი საპარლამენტო დედაქალაქში საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა ხელოვანებთან ერთად ჩაიტანა. კამპანიის ფარგლებში ნინო ლომჯარია სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან ერთად ევროპარლამენტარებსაც შეხვდება.
სპიკერებთან ერთად, რომელთა შორისაც არიან დათო ტურაშვილი და ქალი ევროკავშირის დროშით ნანა მალაშხია, ნინო კირთაძე არის ჩამოსული პარიზიდან, ჩვენ ჩავიტანთ ევროკავშირის დედაქალაქში საქართველსო ევროპულ ხმებს და რაც მთავარია, ჩვენთან ერთად არის ჩანაწერთა წიგნი, რომელიც ასახავს მთელი საქართველოს მასშტაბით ქართველების გზავნილებს და მათ სურვილევს",- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ქალი ევროკავშირის დროშით, რომელიც ნინო ლომჯარიასთან ერთად იმყოფება, ამბობს, რომ საქართველო ახლა გზაგასაყარზე დგას და ეს ხელმოწერები, რომელიც ევროპარლამენტში უკვე შევიდა, ადასტურებს რომ ჩვენი არჩევანი ევროპაა.
დღეს ჩვენ ვდგავართ გზაგასაყარზე და ამ გზაგასაყარზე, რა თქმა უნდა, ჩვენი არჩევანი არის ევროპა. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ჩამოვიტანეთ ქართველი ხალხის ხმა, სურვილი ევროპაში ყოფნის. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ეგზისტენციალური საკითხია",- ამბობს ნანა მალაშხია.