პოლიციელის დაჭრის ბრალდებით დაკავებული პატიმრობაში გაუშვეს - ვაშაკიძე ბრალს არ აღიარებს
განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ნოდარ ვაშაკიძე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. კაცი, რომელმაც ბიზნესმენ თემურ ანჯაფარიძეს დანით რვა ჭრილობა მიაყენა, დღეს თავს იმართლებდა, რომ თავდაცვის რეჟიმში იყო, პოლიციელი კი შემთხვევით დაჭრა.
ვაშაკიძე ბრალს არ აღიარებდა, მოსამართლეს უყვებოდა, რომ ის ჯერ წააქციეს, სცემდნენ, აგინებდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა მისი მხრიდან დანის გამოყენება. ვაშაკიძის ადვოკატი გირაოს 10 ათას ლარს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებული ციხეში გაუშვა.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.