პროტესტი ქუთაისში - აფხაზეთიდან დევნილებს ერთადერთ თავშეფასარს უნგრევენ
დევნილები ხელისუფლებამ ღია ცის ქვეშ დასარჩენად გაწირა. სოხუმიდან იძულებით გამოქცეულ ადამიანებს ქუთაისში ერთადერთ თავშესაფარს უნგრევენ. მერიამ შენობის კერძო ინვესტორზე გასხვისება ისე გადაწყვიტა, რომ გაჭირვებული ოჯახებისთვის ალტერნატივად არაფერი შეუთავაზებია.
მოულოდნელი გამოსახლების შესახებ ოჯახებმა მას შემდეგ გაიგეს, რაც ადგილზე ინვესტორი მივიდა და მათ ყოფილი სასტუმროს შენობის დატოვება მოსთხოვა. დევნილებმა პროტესტის ნიშნად გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც ადგილზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.