ბაჩალიაშვილის საქმე - მარი შარაშიძეს ბრალი წაუყენეს

12.03.21 14:21
ბაჩალიაშვილის საქმე - მარი შარაშიძეს ბრალი წაუყენეს

ბაჩალიაშვილის საქმეზე მარი შარაშიძეს ბრალი მტკიცებულებების ფალსიფიკაციის და პირადი მოტივით მართლმსაჯულების ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფატზე  წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ  პროკურატურა ავრცელებს.

“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მედიასაშუალებით გაასაჯაროვეს ფოტომასალა, ე.წ. „სქრინშოტები“, რაც ასახავდა გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილსა და ბრალდებულ მ.შ.-ს შორის თითქოსდა სოციალურ ქსელში გამართულ კომუნიკაციას. აღნიშნული ფოტომასალა ადვოკატებმა მტკიცებულების სახით დაურთეს საქართველოს პროკურატურაში წარმოდგენილ საჩივრებს და ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე მოითხოვეს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე შეწყვეტილი გამოძიების განახლება”, — წერია უწყების განცხადებაში.

პროკურატურის განმარტებით, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზების დასკვნებით და აშშ-ის კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული შესაბამისი სამართლებრივი დახმარებით მოპოვებული ინფორმაციით დადასტურდა, რომ ბრალდებული მ.შ არც პირადად იცნობდა ბაჩალიაშვილს და არც რომელიმე საკომუნიკაციო საშუალებით ურთიერთობა არ ჰქონია მასთან.

რამდენიმე თვის წინ შარაშიძე ამტკიცებდა, რომ ის ბაჩალიაშვილის მეგობარი იყო და მნიშვნელოვან ინფორმაციებს ფლობდა ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები