უამინდობის გამო კობი-გუდაურის გზაზე შეზღუდვები ამოქმედდა

06.12.23 10:25
უამინდობის გამო კობი-გუდაურის გზაზე შეზღუდვები ამოქმედდა

უამინდობის გამო კობი-გუდაურის გზაზე-შეზღუდვები ამოქმედდა. თოვის და ქარბუქის გამო იქ გაადგილება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის აკრძალულია. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია. ინფორმაციას სავატომობილო გზების დეპრტამენტი ავრცელებს.

თოვის და ქარბუქის  გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით, - ნათქვამია განცხადებაში.