ბავშვი კიოდა, ვერ ვაწყნარებდით! - აფრიკის მოსახლე, რომელსაც მერიამ სახლი დაუნგრია

06.12.23 11:39
ბავშვი კიოდა, ვერ ვაწყნარებდით! - აფრიკის მოსახლე, რომელსაც მერიამ სახლი დაუნგრია

აფრიკის მოსახლე, რომელსაც მერიამ გუშინ ღამით გაუფრთხილებლად სახლი დაუნგრია, "პირველებთან" მომხდარს იხსენებს. ქალი ყვება, რომ წვალებით აშენებული სახლი მერიამ ბულდოზერებით დაუნგრია და ახლა ბავშვებით ღია ცის ქვეშ დარჩა. მისი თქმით, მომხდარმა ბავშვი ძალიან შეაშინა, მცირეწლოვნის დაწყნარებას ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობდა.

იცოდნენ, როგორ ვაშენებდით, ჩემი ხელებით ავაშენე. დღეს ბავშვს დაბადების დღე აქვს, ასეთი დღე როგორ უნდა გაუთენდეს, 7 წლის ბავშვს! მითხარით, სად წავიყვანო ეს ბავშვი ახლა? წუხელ ისე კიოდა ბავში, გავგიჟდი ლამის! ვეღარ აწყნარებდა ხალხი. როგორ შეიძლება ასე, ერთი ბეწო ბავშვი ქუჩაში დატოვო?! ათასჯერ გადაამოწმეს, რომ მართლა არაფერი გამაჩნია, არ მაბადია. საიდან რა გავაკეთო ახლა არ ვიცი, ქუჩაში ვართ, ფაქტობრივად!, - ამბობს ერთ-ერთი მოსახლე. 

მერის სამიზნე ამჯერადაც აფრიკის დასახლება იყო, სადაც  მძიმე ტექნიკა სახლების დასანგრევად გვიან ღამით მიიყვანეს. დანგრეულია 33  საცხოვერებელი, გადარჩენილ ნივთებს კი ხალხი დილიდან შვილებთან ერთად ნაგრევებში ეძებს. სახლების გარეშე დარჩენილ მოსახლეობას ღამე მეზობლებმა გაათენებინეს.