შიმშილობის მესამე დღე - განათლების სამინისტროსთან პედაგოგების პროტესტი გრძელება
შიმშილობის მესამე დღე - განათლების სამინისტროსთან უწყვეტი პროტესტი გრძლდება. პედაგოგებმა, ვინც დირექტორების არჩევის წესის შეცვლას და სკოლებში რეპრესიებს აპროტესტებენ, გუშინდელი ღამეც კარავში გაათენეს.
განათლების მინიტრის მოადგილეს კი უწყებასთან განვითარებული მოვლენები უხერხულოაბს არ უქმნის. თამარ მახარაშვილმა დღეს მასწვალებლების დისკრედიტაცია სცადა და თქვა, რომ, რეალურად, პროტესტის მოანაწილეებს დირექტორობა უნდათ, თუმცა ამას ვერ მიიღებენ.
ჩვენ ორჯერ თუ სამჯერ უკვე შევხვდით. სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ გახსნილად. ერთადერთი თემა რაც მათ ადრცათ, არის ის, რომ დაინიშნო დისკრეციით დირექტორებად. აქედან გამომდინარე, დისკრეციას გადაწყვეტს მინისტრი, გამოიყენებს თუ არ გამოიყენებს, ეს არის მინისტრის გადასაწყვეტი. სხვა მოთხოვნა მათ არ აქვთ. რა ანაზღაურებას ითხოვენ? უპრეცედენტო ზრდა არის დაანონსებული, ივლისიდან საშუალოდ 500 ლარით ეზრდებათ, ამიტომ ამას როგორ გააპროტესტებენ? შესაბამისად, ერთადერთი, რასაც ისინი აპროტესტებენ, არის დანიშვნა დირექტორებად დისკრეციით, - ამბობს მახარაშვილი.
პედაგოგები ამბობენ, რომ შიმშილობას იქამდე გააგრძელებენ, ვირე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
შეუძლებელია მასწავლებელი ან ნებისმიერი სხვა ადმაიანი ამყოფო ასეთ მდგომარეობაში, ქუჩაში, ქარსა და ყინვაში, რომ მოითხოვდა საკუთარ უფლებებს, საკუთარი უფლებების დაცვას და არავისგან პასუხი არ ისმოდეს. მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არის უცვლელი: უნდა აღდდგეს სამართლიანობა და პასუხი უნდა აგონ კონკრეტულ დანაშაულებზე ადამიანებმა და აუცილებლად უნდა აღიარონ ის, რაც არასწორად ხდება ამ ქვეყანაში, - ამბობს მაია ეკალაძე.