ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები კაცი ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს
ძალადობის ბრალდებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები კაცი დააკავეს. მისი დაპატიმრების მიზნით სპეცოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს.
პოლიციას დახმარების თხოვნით მოძალადის ცოლმა მიმართა, რომელმაც რამდენიმეწლიანი ძალადობის შემდეგ ოკუპირებული გალის დატოვება მოახერხა.
მოძალადის დაკავება პოლიციამ მას შემდეგ შეძლო, რაც ის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვიდა.