"ლუკმა-პურისთვის ვმუშაობ და ამასაც არ მაცდიან" - გორში გარემოვაჭრეები პროტესტს აანონსებენ

06.12.23 12:28
"ლუკმა-პურისთვის ვმუშაობ და ამასაც არ მაცდიან" - გორში გარემოვაჭრეები პროტესტს აანონსებენ

გარემოვაჭრეები გორიდან პროტესტს აანონსებენ - ადამიანები, რომლებიც ღია ცის ქვეშ ოჯახების სარჩენად წვიმაში და სიცივეში დგანან და თეთრებს აგროვებენ, გორის მერის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

მერმა მათ გურამიშვილის ქუჩის დასატოვებლად რამდენიმედღიანი ვადა მისცა და ალტერნატიული ტერიტორიაც შესთავაზა, რომელსაც მოვაჭრეები არ იღებენ. ადგილზე კი მუნიციპალური ინსპექციის გამოჩენას ხმაური და დაპირისპირება მოყვა.

მე რომ არ მიჭირდეს, არ გამოვიდოდი. ქირის ფულს არ ვთხოვ, დახმარებას მე არ ვთხოვ ამ მთავრობას და არაფერში არ ვაწუხებ. დამაცადოს ჩემი თავი ჩემითვე შევინახო. ოთხ საათზე ვდგები, ვგვი ქუჩას ზაფხულშიც და ზამთარშიც. ვმუშაობ, რომ ყოველ დღე ლუკმა-პური მქონდეს და ამასაც არ მაცდიან, - აღნიშნა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.