"მონაცემები გაუარესებული არ არის" - განათლების მინისტრის მოადგილე PISA-ზე

06.12.23 16:06
"მონაცემები გაუარესებული არ არის" -  განათლების მინისტრის მოადგილე PISA-ზე

"არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთლიანად ქვეყნების მონაცემები არის გაუარესებული" - ამის შესახებ განცხადება განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა  მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, აღნიშნული შედეგები მსოფლიოში არსებულმა კოვიდპანდემიამ განაპირობა.

PISA-ს მონაცემებზე როცა ვსაუბრობთ, კარგად უნდა ვნახოთ ეს მონაცემები, იქ საუბარია OECD-ის ქვეყნების მონაცემებზე. საუბარია კოვიდის პერიოდზე და კოვიდის პერიოდში თუ მიაქცევთ ყურადღებას, ამაზე განმარტება გააკეთა NAEC-მაც, რომ მთლიანად ქვეყნების მონაცემები, არა მხოლოდ ჩვენი, არის გაუარესებული და ამის მიზეზი არის სწორედ კოვიდპანდემია. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ არ გვახარებს, ის რომ არ არის გაუმჯობესებული, მაგრამ გაუარესებული მონაცემები არ არის, ანუ იგივე მოცემულობაა, რაც იყო 2018 წელს, “- თქვა განათლების მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, PISA-ს განათლების კვლევის მიხედვით, საქართველო მათემატიკაში მე-60, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 66-ე ადგილს იკავებს. კვლევის თანახმად ირკვევა, რომ საქართველოს 2022 წლის შედეგები, 2018 წელთან შედარებით, მათემატიკასა და კითხვაში გაუარესდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი მცირედით გაუმჯობესდა.