პოლიციამ ჩემი მიმართულებით დათვის საწინააღმდეგო რეზინის ტყვიები გამოიყენა - 20 ივნის დაშავებული
"პოლიციამ ჩემი მიმართულებით დათვის საწინააღმდეგოდ არსებული რეზინის ტყვიები გამოიყენა, რის შედეგადაც ძვალი ჩამიტყდა" - ამის შესახებ "პირველებთან" ე.წ. გავრილოვის ღამეს დაშავებული, დავით ფარადაშვილი საუბრობს.
მისი თქმით, სასამართლომ ამნისტირებული მუხლით სამი წლის შემდეგ მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი, თუმცა პროკურატურას ამ დრომდე არ დაუწყია საქმის ხელახლა განხილვა.
აქ, თავზე უკვე პლასტიკური ოპერაცია მაქვს გაკეთებული, მაგრამ თავდაპირველად, კადრები შეიძლება, რომ იყოს არქივში, მქონდა ჩაღრმავებული, რადგან გამოიყენეს დათვის საწინააღმდეგოდ არსებული რეზინის ტყვიები. დიდ ფართობზე მქონდა ძვალი ჩატეხილი და სამი წლის შემდეგ მომცეს ამნისტირებული მუხლით დაზარალებულის სტატუსი. პროკურატურამ არ გამოიძია ხელმეორედ საქმე. მიფინანსებენ გარკვეულ თერაპიებს, რისთვისაც მადლობელი ვარ, მაგრამ კანონით მეტი მეკუთვნის", - აღნიშნა დავით ფარადაშვილმა.