სიცივეში ქუჩაში დარჩენილი გაჭირვებული ხალხი - თბილისის მერიამ 33 ოჯახი უსახლკაროდ დატოვა
სიცივეში ქუჩაში დარჩენილი გაჭირვებული ხალხი - 33 ოჯახი სულ რამდენიმე საათში თბილისის მერიამ უსხლკაროდ დატოვა. ბულდოზერები აფრიკის დასახლებში ღამით გამოჩდნენ და დილისთვის უკვე სახლებისგან არაფერი იყო დარჩენილი. მოსახლეობა, მცირეწლოვანი ბავშვებით საკუთარი თვალით უყურებდა, როგორ უნგრევდნენ მათ წლების განმავლობაში ნაშენებ საცხოვრებლებს. უსახლკაროდ დარჩენილებს წასასვლელიც კი არ ქონდათ ამიტომ, ღამე მეზობლებთან გაათენეს.
ახლა ქუჩაში დარჩენილი ხალხი იმას აგროვებს, რაც მათი სახლებიდან დარჩა. მათ უმეტესობას ბანკის ვალი აქვს აღებული, რომ ელემენტარული თავშესაფარი აეშენებინა. თბილისის მერი კანონზე აპელირებს და ამბობს, რომ სახელმწიფო მიწაზე უნებართვოდ მშენებლობა დაუშვებელია. თუმცა არავინ კითხულობს იმ ხალხის ბედს, ვინც რამდენიმე საათში ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა. თან ისე, რომ არც არავის გაუფრთხილებია,რომ მათი სახლების დანგრევას აპირებდნენ.
ვრცლად ნახეთ, საბა სიჭინავას რეპორტაჟში.