არასამთავრობო ორგანიზაციები მოშიმშილე პედაგოგის მხარდასაჭერად ერთიანდება
19 არასამთავრობო ორგანიზაცია მოშიმშილე პედაგოგის მხარდასაჭერად ერთიანდება - განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ამილახვრის უწყებას რეკომენდაციით მიმართავენ.
მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ საჭიროა, სკოლებში დირექტორების შესარჩევად ხელახალი კონკურსები გამოცხადდეს და კანდიდატების თანამდებობასთან შესაბამისობა სკოლების სამეურვეო საბჭომ გადაწყვიტოს განათლების სამინისტროსთან გასაუბრების გარეშე.
განათლების სამინისტროსთან პედაგოგების პროტესტი ამ დრომდე გრძელდება. მაია ეკალაძე, რომელიც ფიქრობს, რომ მისი კანდიდატურა პოლიტიკური გემოვნების გამო დაიწუნეს, მეოთხე დღეა შიმშილობს. პედაგოგს წუხელ ექიმების დახმარებაც დასჭირდა.