პროტესტის მეოთხე დღე - მოშიმშილე პედაგოგის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა
მოშიმშილე პედაგოგის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - მაია ეკალაძე ექიმების რეკომენდაციით საკვების მიღებას იწყებს, თუმცა პროტესტი სამინისტროს უსამართლო მიდგომებს წინააღმდეგ ისევ გრძელდება.
ამ ფონზე კი 19 არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების სამინისტროს მოუწოდებს, დაიწყონ მუშაობა მათ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე. მთავარი რჩევაა, რომ სკოლებში დირექტორების შესარჩევად ხელახალი კონკურსები გამოცხადდეს და კანდიდატების თანამდებობასთან შესაბამისობა განათლების სამინისტროსთან გასაუბრების გარეშე სკოლების სამეურვეო საბჭომ გადაწყვიტოს.
მოშიმშილე პედაგოგი მაია ეკალაძე "პირველებთან" აცხადებს, რომ განათლების სამინისტროს არ უნდა მართავდნენ ის ადამიანები, რომელთაც "სახე აქვთ დაკარგული და არაადამიანური თვისებები გააჩნიათ".
იმ არაადამიანურმა მოპყრობამ სამი დღის განმავლობაში რომ გადავიტანეთ, გამოიწვია ის, რაც გამოიწვია. მეგობრების წყალობით, მადლობას ვუხდი მათ, რადგან ბოლომდე ვჯიუტობდი და არ მინდოდა საავადმყოფოში გადასვლა, ვფიქრობდი, რომ ჩემი ძალები კიდევ გაძლებდა და შემეძლო კიდევ გაგრძელება ამის, მაგრამ მოხდა ის, რომ დამჭირდა ექიმების ჩარევა. შიმშილობა არ გაგრძელდება ნამდვილად. ეს არაადამიანური სახე დაკარგული აქვთ. პროტესტი ვერ შეწყდება, რადგან არაადამიანური თვისებების მქონე ადამიანები არ უნდა მართავდნენ მნიშვნელოვან სამინისტროს და არ უნდა წყვეტდნენ ბავშვებისა და მასწავლებლების საკითხებს", - აღნიშნა მაია ეკალაძემ.