მკვლელობა ლილოში - სასამართლოში ვითარება უკონტროლოა (video)
თბილისის საქალაქო სასამართლოში ვითარება უკონტროლოა. ლილოში მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვის დროს ასამდე ადამიანი, ჯერ ადვოკატებს, შემდეგ კი მანდატურის სამსახურის დაუპირისპირდა. ისინი მკვლელობის ბრალებით დაკავებულებისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას ითხოვენ.
ოჯახს ეჭვი აქვს, რომ ბიზნესმენი ლილოში შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლია, განსასჯელის სკამზე კი კილერი ზის რომელიც დამკვეთს არ ასახელებს ამიტომ მან ციხეში მთელი ცხოვრებაა უნდა გაატაროს. ჩხუბი იყო სასამართლოს შენობაშიც და ეზოშიც.
საქმის მასალების თანახმად, საზღვარგარეთ მყოფმა ბრალდებულმა, რომელიც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით ლილო მოლის ბაზრობაზე მოვაჭრეებს თანხას სძალავდა, ერთ-ერთი მოვაჭრის მხრიდან უარის მიღების გამო, მისი მკვლელობა შეუკვეთა. ბრალდებულმა საქართველოში მყოფი მეგობრის დახმარებით, მკვლელობის ჩადენისთვის წინასწარ შერჩეულ პირს ცეცხლსასროლი იარაღი და თანხა გადასცა.
სამართალდამცველებმა მკვლელობის ჩამდენი პირი იმავე დღეს, 3 აგვისტოს დააკავეს. მკვლელობის შემკვეთი პირის მეგობარი კი, რომელმაც მკვლელს ცეცხლსასროლი იარაღი მიუტანა, პოლიციამ 7 ნოემბერს დააკავა.
პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობის შემკვეთი მიმალვაში იმყოფება, ამიტომ მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.