სარემონტოდ ჩაკეტილი 37 სკოლა და ალტერნატიულ სასწავლებლებში ტრანსპორტირებისთვის დახარჯული მილიონობით ლარი

07.12.23 17:26
სარემონტოდ ჩაკეტილი 37 სკოლა და ალტერნატიულ სასწავლებლებში ტრანსპორტირებისთვის დახარჯული მილიონობით ლარი

რვა მილიონზე მეტი ლარი მოსწავლეების სკოლებამდე მისაყვანად. რაში იხარჯება მოზარდების კუთვნილი ფული. განათლების სამინისტრომ გამოაცხადა ახალი ტენდერი, რომლის ღირებულება გასულ წელთან შედარებით ლამის გაორმაგებულია. იმისთვის, რომ რეაბილიტაციის რეჟიმში გადასული სკოლების მოსწავლეებმა განათლება შეუფერხებლად მიღონ, საჭიროა მათი ტრანსპორტირება ალტერნატიულ სკოლებში, რაც როგორც ჩანს წლიდან წლამდე სულ უფრო ძვირი ჯდება. 

ასევე წლიდან წლამდე იზრდება დანგრეული ან სარემონტოდ ჩაკეტილი სკოლების რაოდენობა. ასეთი ახლა 37 სასწავლო დაწესებულებაა, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

თბილისში მთლიანად 37 სკოლა არის, რომელიც ნაწილი ასაშენებელია, ნაწილი სარეაბილიტაციოა. ეს პროცესი უკვე წელებია გრძელდება. ყველანაირი ხარჯი იზრდება და ამ ხარჯთან ერთად ბავშვებიც ვერ იღებ განათლებას იმ პირობებში, რა პირობებშიც უნდა იღებდნენ. 80 % სკოლებისა უკვე აშენებული და რეაბილიტირებული უნდა იყოს, მაგრამ ამ მიმართულებით არის ძალაინ დიდი პრობლემები - აუშენებელი სკოლები, რომლებიც დაშალეს და ვერ ააშენეს, ეს ძალიან ბევრი არის ნაძალადევის რაიონში. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის განათლების სამინისტრო". - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი ბესო დონაძე. 

"ლელოში" კი ტენდერებში მუდმივად გამარჯვებულ ერთ კომპანაზე საუბრობს და ამბობენ, რომ განათლების სამინისტრო შპს "თაიმ სერვისს" მილიონიან ტენდერებს აგებინებს.

განათლების სამინისტროს ამ მიმართულებით 42 მილიონი ლარის ტენდერები აქვს გამოცხადებული და ფაქტობრივად ყველა ტენდერი მოგებული აქვს ერთ კომპანიას. მხოლოდ ბოლო სამი წელი რომ ავიღოთ 28 მილიონის ტენდერები აქვს მოგებული ამ კომპანიას. ეს არის შპს "თაიმ სერვისი". განათლების სამინისტროს არაორგანიზებულობის გამო ეს პროცესი იწელება და ბავშვები ძალიან წვალობენ ".- განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.

მშობლები კი ამბობენ, რომ დიდ მანძილზე სიარული ბავშვებისთვის დისკომფორტია და დროში ძალიან დიდ დროს ხარჯავენ.