ლილოში მოკლული ბიზნესმენის საქმე - დღეს, საქალაქო სასამართლო ფიზიკური ანგარიშსწორების ადგილად იქცა

07.12.23 20:17
ლილოში მოკლული ბიზნესმენის საქმე - დღეს, საქალაქო სასამართლო ფიზიკური ანგარიშსწორების ადგილად იქცა

 

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს პარალიზებული იყო. ვინ ვის ურტყავდა სასამართლოს ეზოში რთული გასარჩევი იყო. ფიზიკურად უსწორდებოდნენ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატსაც და იმ მანდატურებსაც, რომლებიც ვითარების განმუხტვას ცდილობდნენ. რამდენიმე წუთის განმავლობაში ვითარება პრაქტიკულად უკონტროლო იყო. ანგარიშსწორებაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები გამოიძახეს. 

ლილოში მოკლული რომან ისაევის ახლობლები ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვენ. ისინი დარწმუნებულუი არიან, რომ მკვლელობას შემკვეთიც ჰყავდა. იგივეს ამტკიცებს პროკურატურაც, თუმცა განსხვავებული ვერსია აქვს ადვოკატს, რომელიც მომხდარ დანაშაულს პირად ანგარიშსწორებად აფასებს. სწორედ ეს გახდა დაპირისპირების და ჩხუბის მიზეზი, რომელიც ჯერ  პროცესზე დაიწყო და შემდეგ უკვე სასამართლოს ეზოში გადაინაცვლა.

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები