დიღომში ჰოკეის მოედანი უტენდეროდ აშენდება

07.12.23 20:23
დიღომში ჰოკეის მოედანი უტენდეროდ აშენდება

დიღომში ყინულის მოედანი ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში აშენდება. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებიდან ხდება ცნობილი. თბილისში ყინულის მოედნის ასაშენებლად გამოცხადებული ტენდერი აქამდე ორჯერ ჩაიშალა.

საქართველოში 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალია დაგეგმილი, სწორედ ამ ღონისძიებისთვისაა საჭირო ყინულის მოედანი.

50 მილიონად ყინულის მოედნის ასაშენებლად ტენდერი ორჯერ (26 ივნისსა და 12 სექტემბერს) გამოაცხადა, თუმცა უარყოფითი შედეგით დასრულდა.

ამჟამად მუნიციპალური განვითარების ფონდი მოედნის აშენებას 28 520 000 მილიონად აპირებს, ვინაიდან უწყებაში აცხადებენ, რომ მეორე ჩაშლილი ტენდერის შემდეგ ბაზრის კვლევა ხელმეორედ ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები